თემქაზე, მონადირის ქუჩაზე ხანძარია.
ცეცხლი მატრასების საამქროში გაჩნდა.
როგორც საამქროს მეპატრონემ ფორმულას განუცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის ბალონის აფეთქება გახდა.
მისივე თქმით, მომხდარის შედეგად ერთერთი მუშა მსუბუქად დაშავდა.
"ვაკეთებინებდით რაღაც სამუშაოებს და აუფეთქა გაზის ბალონი ერთერთ მუშას, შემდეგ ყველაფერ მოეკიდა ცეცხლი. ხელი დაიზიანა მუშამ", - განაცხადა საამქროს მეპატრონემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესი უკვე დაწყებულია.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 15-მდე ეკიპაჟი მუშაობს.